ბირთვული კვლევები

   ამერიკის შეერთებული შტატები, ქალაქ ალმაგორდოდან ორმოცდაათი კილომეტრით მოშორებული უდაბნო. აქ, ამ უკაცრიელ ადგილას , 1945 წლის 16 ივლისს, დილის 5საათსა და 39 წუთზე ადგილობრივირ დროით, დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორისაში – ატომური იარაღის ერა.
  იმ დილით ამერიკელებმა გამოსაცდელად ააფეთქეს პირველი ატომური ბომბი, რომელიც თავისი დამანგრეველი ზემოქმედებით რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა მანამდე არსებულ იარაღს. Bომბი, რომლის თხუთმეტკილომეტრიანი “სოკო” დღემდე რჩება ადამიანის გონიერებისა და ამავე დროს მისი უგუნურების სიმბოლოდ.
  “ჩვენ მივისწრაფოდით შეუცნობელისკენ და არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა აქედან”, იგონებდა გამოცდის ერთ-ერთი მონაწილე. Mმართლაც, ეს აფეთქება არ ჰგავდა უამრავჯერ ჩატარებულ და გამეორებულ ახალი იარაღის გამოცდის პროცესს.Yყველანი, ბომბის შემქმნელი მეცნიერებიცა და მაშინდელი პოლიტიკოსებიც, 
  ნათლად ხედავნენ, რომ რაღაც პრინციპულად ახალთან, შეუცნობელთან ჰქონდათ საქმე. ხვდებოდნენ იმასაც, რომ ამ მოვლენის შემდეგ მსოფლიოში სულ სხვანაირი, ახლებური წესრიგი უნდა გამეფებულიყო. 
 “აფეთქებიდან ერთი საათის შემდეგ აფეთქების ადგილს ვეღარ იცნობდით: ცხოველები აჩრდილებად ქცეულიყვნენ, მიდამო, სადაც ადრე შენობები იდგა, უდაბნოს დაემსგავსა, იწვოდა ყველაფერი – წყალიც კი”, - იგონებდა პროექტის ერთ-ერთი ავტორი.
  ეს მოვლენა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მზადდებოდა, მას უამრავი მეცნიერის შრომა დაედო საფუძვლად.
  1896 წელს ცნობილმა მეცნიერმა, ბეკერერმა აღმოაჩინა რადიოაქტივობის მოვლენა.
  1911 წელს გამოჩენილმა ფიზიკოსმა – ექსპერიმენტატორმა ერნეს რეზერფორდმა შექმნა ატომის აგებულების ბირთვული მოდელი.
  ორი წლის შემდეგ, 1913 წელს, გენიალურმა ნილს ბორმა წარმოადგინა იმ დროისათვის ფანტასტიკური თეორი, რომელიც ატომის სტრუქტურის ახსნის საშუალებას იძლეოდა.
  1934 წელს ცოლ-ქმარმა ირენ და ფრედერიკ ჟოლიო-კიურიმ მოახერხეს და პირველად ხელოვნურად განახორციელეს რადიოაქტიური ბირთული რეაქცია. იმ აღმოჩენისათვის მათ 1935 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ. საერთოდ, საუკუნის დასაწყისში, ნობლეის პრემიის ლაურიატთა უდიდეს ნაწილს სწორედ კვლევარები შეადგენდნენ. ფიზიკის ეს დარგი განსაკუთრებით სწრაფად და ინტენსიურად ვითარდებოდა, თითქოს კაცობრიობის ინტელექტუალური ელიტა გაერთიანებული ძალებით ცდილობდა ამოეცნო ატომის აგებულების, სტრუქტურის საიდუმლოებანი. 
  1938 წელი, ოტო განმა და შტრასმანმა აღმოაჩინეს ნეიტრონის ზემოქმედებით ურანის დაშლის მოვლენა და დაამტკიცს, რომ ამ დროს უდიდესი რაოდენობის ენერგიის მიღება შეიძლებოდა.
  შეერთებულ შტატებში შეიქმნა ე.წ. მანჰეტენის პროექტი, რომელშიც მთელი ამერიკის ინტელექტუალური ელიტა მონაწილეობდა; ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად პროექტში ევროპიდან ემიგრირებული უდიდესი პროფესიონალებიც ჩაერთვნენ.  
  Aამ პროექტის რეალური დაგვირგვინება იყო 1945 წლის პირველი გამოსაცდელი
  ატომური აფეთქება. ზუსტად 21 Dრის შემდეგ, 6 აგვისტოს, დილის 8 საათსა და 25 
  წუთზე, ქალაქ ხიროსიმაში მუნიციპალიტეტის შენობის გუმბათის თავზე აფეთქდა  
  მეორე ამერიკული ბომბი, რომელმაც ელვის უსწრაფესად გაანადგურა ოთხმოცი ათასი
  ადამიანი; სამი დღის შემდეგ კი უკვე იაპონიის მეორე ქალაქის- ნაგასაკის- მაგალითზე
  მთელი მსოფლიო შიშით და მანცვიფრებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის შესაძლო  
  სამომავლო პერსპექტივას. 
  1961 წელს მსოფლიოში უდიდესი წყალბადის ბომბის გამოცდა ჩატარდა. ბომბის
  სიმძლავრე ორმოცდაათი მილიონი ტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრეს
  უტოლდებოდა, მისი “სოკო” ცაში სამოცდაათი კილომეტრის სიმაღლეზე გაიშალა, 
  ხოლო ჰაერის დარტყმითმა ტალღამ დედამიწას გარშემო სამჯერ
 შემოუარა(შედარებისათვის, ხიროსიმის ბომბის სიმძლავრე მხოლოდ ოცი ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი იყო). 
  ამ პროცესების შედეგად ნათელი გახდა, რომ თანამედროვე გლობალურ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და დამარცხებული მხარე – ომის შედეგად განადგურდება ყველა. აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, ვის რამდენი ტანკი ან ქვემეხი აქვს, რადგან მსოფლიოს უკვე რეალურად გააჩნია ძალა, რომელსაც მისი სრულად განადგურება ძალუძს. ამ აზრმა დაამკვიდრა სრულიად ახალი სტრატეგია, რომელიც, პრინციპში, გამორიცხავდა მსოფლიო ომის შესაძლებლობა და მიუხედავად ძლიერი დაპირისპირებისა, მოახერხა მისი თავიდან აცილება. 
  ატომური ენერგიის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება, ერთი მხრივ, განათებული, გამთბარი სახლები, ამუშავებული საწარმოები, კომფორტი, მეორე მხრივ კი – ხიროსიმა და ნაგასაკი, ჩერნობილი და კიშტინი, ათასობით დაღუპული ადამიანი და გადამწვარი ქალაქი.
  დღეს ატომური და წყლბადის იარაღის შექმნა ისტორიულ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება. ატომური ერის დამკვიდრება მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. Aმ ფაქტმა მისი შემქნელი ადამიანებიც - რომლებიც შემზადებული უნდა ყოფილიყვნენ შედეგისათვის - შეაძრწუნა. ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია მოსპოს არა მხოლოდ სიცოცხლე დედამიწაზე, არამედ - მთელი პლანეტა. ასეთი დამანგრეველი ძალის გაჩენამ, ბუნებრივია, საერთოდ შეცვალა მეოცე საუკუნის მსოფლმხედველობა, ადამიანთა აზროვნება, მათი სტერეოტიპები. ადამიანი ხომ თავისი ისტორიის მანძინზე არასოდეს ფლობდა თვითგანადგურების ასეთ ტოტალურ, ეფექტურ და სწრაფ საშუალებას, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა რაოდენ ფაქიზია ჩვენი პლანეტა - ჩვენი საერთო სახლი.
  სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ადამიანი უფრო ფაქიზად მოექცეს საკუთარ პლანეტას და ეცადოს, შეაჯეროს ერთმანეთთან ტექნოლოგიური ბუმი და ჩვენი ბიოსფეროს სასიცოცხლო ინტერესები.

    მეთერთმეტე კლასიის მოსწავლეები